უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა ვიზიტით თურქეთში ჩავიდა, სადაც თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
ანკარაში მოლაპარაკებები დაიწყო უკრაინისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ანდრეი სიბიჰასა და ჰაკან ფიდანს შორის.
სიბიჰა ასევე გეგმავს შეხვედრებს ეროვნული თავდაცვის მინისტრ იაშარ გიულერთან და ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატთან.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მოლაპარაკებების ძირითადი აქცენტი იქნება ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვით-სამრეწველო, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში.
მინისტრები ასევე განიხილავენ შავ ზღვაში თავისუფალი ნაოსნობისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს.
ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმას“, უკრაინის ნატოშ-ი ინტეგრაციას და „მშვიდობის ფორმულას“.