21 ოქტომბრის ღამეს, რუსეთის ძალებმა შეუტიეს უკრაინის რამდენიმე ქალაქს დრონების, მართვადი ბომბების და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლის ქვეშ მოექცა ხარკოვი, კიევი და კრივი რიჰი.
რუსეთმა მართვადი ბომბებით იერიში მიიტანა ხარკოვის სამ რაიონზე.
დაბომბვის შედეგად დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის შვიდი ქალი.
ხარკოვის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის ვლადიმირ ტიმოშკოს განცხადებით, რუსეთის არმიამ ქალაქზე საჰაერო თავდასხმები „ქაოტურად“ განახორციელა, რაც მიუთითებს „ტერორიზმზე ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ“.
მისი თქმით, რუსული გამანადგურებლები, რომლებიც თავს დაესხნენ ხარკოვს, ბელგოროდიდან აფრინდნენ.
კიევში საჰაერო განგაში ღამის განმავლობაში ორჯერ გაისმა. რუსეთიდან გაშვებული დრონების ფრაგმენტები დედაქალაქის დნიპროს, სოლომენსკისა და გოლოსეევსკის რაიონებში ჩავარდა.
ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ ერთი დასავებულის შესახებ განაცხადა.
რუსეთმა კრივი რიჰზე თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებით განახორციელა. ბოლო მონაცემებით, რუსული დარტყმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.