21 ოქტომბრის ღამეს რუსეთის ძალებმა კიევზე დრონებით თავდსახმა სცადეს. თავდაცვის ძალებმა, ყველა კომპონენტის დახმარებით ყველა, დაახლოებით ათამდე დრონი მოიგერია. დაშავდა ერთი ადამიანი.
კიევში საჰაერო განგაში 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
დრონების ნამსხვრევები ჩამოცვივდა კიევის რამდენიმე რაიონში. ზოგიერთ რაიონში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, საცხოვრებელ სახლებში ჩაიმსხვრა მინები. სოლომენსკის რაიონში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც მალევე ჩააქრეს, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელმაც სახის დამწვრობა მიიღო.