ისრაელმა დაარტყა ჰეზბოლასთან დაკავშირებული ფინანსური ასოციაციის “ალ-ქარდ ალ-ჰასანის” ფილიალებს, მათ შორის ქვეყნის ერთადერთ კომერციულ აეროპორტთან. ინფორმაციას The Times of Israel ლიბანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, ისრაელის არმიამ გააფრთხილა, რომ თავს დაესხმება კვაზიბანკებს, რომელბიც მას ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფების ოპერაციების დაფინანსებაში დაადანაშაულა.
ლიბანის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ თერთმეტი თავდასხმა განხორციელდა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, რომელთა სამიზნის უმეტესობა „ალ-ქარდ ალ-ჰასანი იყო.
მედიის ცნობით, ერთი დარტყმა განხორციელდა ბეირუთის აეროპორტის ტერიტორიაზე.