თბილისში ევროპული არჩევანის მხარდამჭერი მარში მიმდინარეობს - დედაქალაქის ორივე სანაპირო გადაიკეტა.
საქართველო ირჩევს ევროკავშირს! - თბილისში მასშტაბური მარში რამდენიმე ადგილიდან დაიძრა.
მარშის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს შემდეგ ლოკაციებზე: რესპუბლიკის მოედანი; გმირთა მოედანი; 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა); მარჯანიშვილის მოედანი; ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).
მარშის მონაწილეები საღამოს 7 საათისთვის თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან, სადაც კონცერტია დაგეგმილი.