უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, 20 ოქტომბრს ღამით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ლიპეცკის ოლქში, სამხედრო აეროდრომის ინფრასტრუქტურას დაარტყეს.
„სამიზნე იყო საბრძოლო მასალის საწყობები, საწვავის და საპოხი მასალების საცავები და საავიაციო აღჭურვილობა, ცნობილია, რომ აეროდრომზე ბაზირებულია მტრის საჰერო-კოსმოსური ძალების სუ-34, სუ-35 და მიგ-31 ტიპის თვითმფრინავები», - გენერალური შტაბის ინფორმაციაში.
დეპარტამენტმა ასევე ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანაზე დრონებით იერიში.
აღნიშნულია, რომ ეს ქარხანა აწარმოებს ქიმიურ ნივთიერებებს საარტილერიო საბრძოლო მასალისა და ძლიერ ბომბებისთვის.
„არსებული ინფორმაციის თანახმად, ქარხნის ტერიტორიაზე ინახებოდა მართვადი საჰაერო ბომბები“, - აღნიშნეს გენშტაბში.