რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, 20 ოქტომბერს ღამით, რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, დრონებით თავდასხმა განხორციელდა ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაზე.
ადგილობრივი მცხოვრებლები ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებებისა და დაკვამლიანების შესახებ იუწყებიან
თვითმხილველთა თქმით, ათამდე აფეთქების ხმა გაისმა.
ისმოდა სროლის ხმებიც. ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ქარხანა არის რუსეთში სამრეწველო ასაფეთქებელი ნივთიერებების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი.
ქარხანა შეტანილია უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში „ქმედების მხარდაჭერისთვის, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.