მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი Telegram-არხზე წერს, რომ მოსკოვის ოლქში ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც რუსეთის დედაქალაქისკენ მიფრინავდა.
„რამენსკის რაიონში თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მოსკოვის მიმართულებით მფრინავი დრონის თავდასხმა.
წინასწარი მონაცემებით, ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, ნგრევა და დაშავებულები არ არიამ. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ“, - წერს სობიანინი.