ტაივანის მახლობლად სამხედრო წვრთნების დაწყების შემდეგ, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა გასცა ბრძანება ჯარების გაძლიერებული წვრთნისა და ყველა ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის გაზრდაზე.
სი ძინპინმა მოუწოდა ქვეყნის სტრატეგიულ სარაკეტო ძალებს გააძლიერონ შემაკავებელი და საბრძოლო შესაძლებლობები და მტკიცედ შეასრულონ ის ამოცანები, რომლებიც მათ პარტიას და ხალხს დაევალა.
თავის გამოსვლაში ჩინეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა შეიარაღებულ ძალებზე პარტიის აბსოლუტური ლიდერობის შენარჩუნების მნიშვნელობას.
მან ასევე ხაზი გაუსვა მიზნობრივი წვრთნების გაძლიერების აუცილებლობას ახალი აღჭურვილობის, ახალი უნარებისა და ბრძოლის ახალი მეთოდების გამოყენებით.
14 ოქტომბერს ჩინელმა სამხედროებმა ტაივანის მახლობლად სამხედრო წვრთნები დაიწყეს. მათი განცხადებით ეს არის გაფრთხილება. „იმ ძალების სეპარატისტული ქნედებების მიმართ, რომლებიც ტაივანის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოდიან“.