საფრანგეთი ღიაა ნატო-ში უკრაინის მიწვევის იდეასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ კიევში ვიზიტისას განაცხადა.
ამასთან, ბარომ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოკავშირეებთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.
რაც შეეხება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, ჩვენ ღია ვართ ამისთვის და ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენ პარტნიორებთან განვიხილავთ", - განაცხადა ბარომ.
ბარომ ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ გამარჯვების გეგმას.
„რუსეთის გამარჯვება უძლიერესთა მმართველობის ტრიუმფი იქნება და საერთაშორისო წესრიგს ქაოსში გადაიყვანს.
სწორედ ამიტომ, ჩვენმა კონტაქტებმა უნდა მოგვცეს საშუალება, მივაღწიოთ პროგრესს პრეზიდენტ ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ განხორციელებაში და მის გარშემო რაც შეიძლება მეტი ქვეყანა გავაერთიანოთ“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.