4 ძირითადი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა, მისი ერთგული რჩება - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ძალიან კმაყოფილი, ბედნიერი და იმედიანი ვარ, ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება, ერთსულოვნება რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის, ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის, არსებობს ამ ქვეყანაში და არსებობისთვის იმით, რომ ის 4 მთავარი პარტია, იმიტომ რომ სხვებმაც ხელი მოაწერეს ქართულ ქარტიას და არასდროს მინდა დავივიწყო ისინიც, ის 4 მთავარი პარტია, რჩება სრულიად ერთგული ქარტიისა ანუ იმ სამოქმედო გეგმის, რომელმაც უნდა დაგვაბრუნოს ევროპაში. ამ შემთხვევაში, ეს თქვენ გაძლევთ, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ საქართველოს ერთადერთი გზა არის ევროპა, ყველას აძლევს საშუალებას, რომ თავისი გემოვნებით აირჩიოს პარტია, რომელიც უფრო ახლოა მის სურვილებთან და გემოვნებასთან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება რომელიმე ამ 4 პარტიიდან, ეს ხმა მიგვიყვანს ევროპაში - ჯამი ამ ხმების მიგვიყვანს ევროპაში, რადგან ეს იქნება უმრავლესობა, რომელიც დაამტკიცებს ყველა იმ პუნქტს, რომელიც წერია ქარტიაში", - თქვა ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.