უკიდურესად მიკერძოებული ოპონენტიც კი ვერ გაბედავს ჩვენი გუნდის მიერ 11 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის უარყოფას, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებიც უმაგრებს ზურგს. ამ კვლევების მიხედვით კი, საქართველო ხან საუკეთესო ქვეყნების ხუთეულშია, ხან სამეულში, ზოგჯერ კი სულაც საუკეთესოა მსოფლიოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„დღეს აქ უამრავ ჩვენს ძველ და უკვე ახალ თანამებრძოლს ვხედავ, რომელთაც, ისე, როგორც ჩვენს ხალხს, არ სჭირდება იმის ახსნა, თუ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, თუმცა ახალგაზრდების ნაწილს, რომელთაც შესაძლოა აფიქრებინონ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შეფასება გადაჭარბებულია, მოკლედ შევახსენებ: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც ძალაუფლება გარედან მართული რეჟიმის ხელში იყო კონცენტრირებული, საზოგადოებაზე წნეხი და ძალადობა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, კერძოსაკუთრების წართმევა და მითვისება, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა საქართველოსყოველდღიურობად იყო ქცეული!
იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ღირსება წაართვა, ციხე და მართლმსაჯულების სისტემა წამების ინსტრუმენტად აქცია, ხოლო თუკი ვინმეს განსხვავებული პოლიტიკური აზრი ჰქონდა, უკანონო პატიმრობითა და ჯოჯოხეთის გამოტარებით სჯიდა.
მკვლელობა და წამება რომ არ აკმარეს მოსახლეობას, 2008 წელს უარესი ტრაგედიაც დაატრიალეს, ქვეყანას უღალატეს და საქართველო ომში ჩაითრიეს, რასაც დამატებითტერიტორიების დაკარგვა, ათეულობით ათასი დევნილი, ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ასობითგმირიმებრძოლისადამშვიდობიანიქართველისსიცოცხლე შეეწირა.
2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ კი, ამ ხალხმა კვლავ გააგრძელა ანტიეროვნული პოლიტიკა და ახლა უკვე საზოგადოების გახლეჩის, არეულობისა და გადატრიალების მოწყობის მუდმივი მცდელობებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით.
ქართველი ხალხის მიერ ძალაუფლებაჩამორთმეული „ნაციონალური მოძრაობა“ დამოუკიდებლად, ამას, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებდა… მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით, ეს ანტისახელმწიფოებრივიძალა, დღეს უკვე – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, რეალურად, უსამშობლოებისა და კრიმინალების უკანასკნელი თავშესაფარია, იქცა საქართველოს გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად.დაჯგუფებად, რომელიც ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესებისა და უცხოელი პატრონების დავალებების გათვალისწინებით, მზადაა საქართველოში მეორე ფრონტი გახსნას.დაჯგუფებად, რომლის გამოც ქართულიპოლიტიკურისისტემისგაჯანსაღებავერხერხდებადა უკვე წლებია, ჩვენს მოქალაქეებსარაკარგსადაუკეთესს, არამედ კარგსადაცუდსშორის უწევთ არჩევანის გაკეთება.
მათ კრიმინალურ და ანტისახელმწიფოებრივ ბუნებასა და დანაშაულებზე კიდევ დიდხანს, დიდხანს შეიძლება საუბარი, თუმცა, მათ რაობაში ბრძენი ქართველი ხალხი უკვე დიდი ხანია დარწმუნდა. სწორედ ამას მოწმობს ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ერთადერთი, უალტერნატივო არჩევანია.
ალბათ გახსოვთ, რომ 12 წლის წინ, თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ქუთაისში, საქართველოს მამა-ქალაქში, დავდეთ პირობა, რომ ერთად ვიბრძოლებდით ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი უფლებებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის…
პირადად მე სიტყვა მოგეცით, რომ იმ უთანასწორო ბრძოლაში, ბოლომდე თქვენ გვერდით ვიდგებოდი.
ჩვენი ერთობით, სიმართლით და ერთმანეთის რწმენით გავიმარჯვეთ და შევძელით ყველასთვის დაგვენახებინა, რომ საქართველო იყო, არის და იქნება თავისუფალი ადამიანების სამშობლო, დემოკრატიული, განვითარებული ქვეყანა, სადაც ვერავინ – ვეღარასოდეს შეძლებს ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას!
ამ დღიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ავაშენეთ სახელმწიფო, რომელიც ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის ღირსებას ეფუძნება, განურჩევლად მისი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ტიპის კუთვნილებისა.
შედეგად, ვცხოვრობთ დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებულ ქვეყანაში, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აზრისა და სიტყვის თავისუფლება; გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, ხელშეუხებელი ბიზნესი… ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში.
„ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, რომ გააზრებული პოლიტიკით, კარგად გათვლილი რეფორმებით, საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, სასამართლო, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, განათლება თუ სხვ.
მოგეხსენებათ, 7 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას უკვე გააცნო ჩვენი გუნდის მიღწევები და ამბიციური, თუმცა რეალისტური პროგრამა, რომელიც საოცრად შთამბეჭდავია და უზომოდ სასიხარულოა საქართველოს თითოეული პატრიოტისთვის.
მაგრამ, თუკი მავანი „ქართული ოცნების“ პროგრესს არ ხედავს, ან ჩვენს სტატისტიკას და მონაცემებს არ ენდობა, შეუძლია გადახედოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებს, რომლებშიც ჩვენი ქვეყანა წინ და წინ მიიწევს. ამაზე ბათუმსა და ზუგდიდში გამართულ შეხვედრებზე უკვე დეტალურად ვისაუბრე; საქართველოს მოსახლეობა ამას საკუთარი თვალით ხედავს და უკიდურესად მიკერძოებული ოპონენტიც კი ვერ გაბედავს ჩვენი გუნდის მიერ 11 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის უარყოფას, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებიც უმაგრებს ზურგს. ამ კვლევების მიხედვით კი, საქართველო ხან საუკეთესო ქვეყნების ხუთეულშია, ხან სამეულში, ზოგჯერ კი სულაც საუკეთესოა მსოფლიოში.
სწორედ „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგია წარსულის შთამბეჭდავი მიღწევები და მსოფლიო სავალუტო ფონდის ის სამომავლო პროგნოზი, რომლის თანახმადაც, ათწლიანი ზრდის სამი მთავარი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია.
ეს იმას ნიშნავს, რომ 2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით და ჩვენ ამაყად, თავაწეულნი შევაბიჯებთ ევროკავშირის მდიდარი ქვეყნების რიგში.
რაც ყველაზე მთავარია, ამ პროგრესის მთავარი წინაპირობა გახლავთ ის, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა ერთადერთ პოლიტიკურ ძალად საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაშიც კი, რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე, ქვეყანას ასე სანუკვარი რამ – 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა!
ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის დამალვას, დამახინჯებას და იგნორირებას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, თუმცა ქართველი ხალხი ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, 26 ოქტომბერს, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში დგება დღე, რომელსაც ისეთივე ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმია, რომელზეც არა მხოლოდ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ მათ უცხოელ პატრონებს, საბოლოო ჯამში კი მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთხმად ირჩევს არა ომს, არამედ მშვიდობას; არა ფსევდო-ლიბერალურ, თავსმოხვეულ ღირებულებებს, არამედ ოჯახურ ფასეულობებს, რწმენას და ტრადიციებს; არა სხვა ქვეყნების უპირობო მორჩილებას, არამედ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას; არა ცალ ფეხზე დგომას – არამედ ღირსეულ ევროპულ მომავალს; არა საკუთარი ქვეყნისთვის ომის ტრაგედიის თავს დატეხას, არამედ ურთიერთშერიგების, საკუთარი ქმედებების გააზრებისა და ერთმანეთისთვის ხელის გაწვდენით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას!
იმისთვის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება უზრუნველვყოთ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა საჭირო.
საზოგადოების მხრიდან მონიჭებული ამ ხარისხის ლეგიტიმაცია, ფაქტობრივად, ჩანასახშივე ჩაახშობს რევოლუციისა და გადატრიალების გზით ძალაუფლების დაბრუნების, შემდეგ კი საქართველოს ომში ჩართვის მიზნის მქონე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი უცხოელი პატრონების გეგმებს.
ამას გარდა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტის დონეზე ავკრძალავთ და საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი, მათ შორის ომის დანაშაულის გამო, კანონის სრული სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს.
ქუთაისში ვიმყოფებით და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ქალაქის შვილებს, რომლებიც ქართულ კულტურას უკვე საუკუნეებია ამდიდრებთ, არ გესწავლებათ, რომ ერის მთავარი დასაყრდენი ის ღირებულებები და ფასეულობებია, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში შემოგვინახეს.
საქართველოში მოქმედ „არასამთავრობო ორგანიზაციებსა“ და პოლიტიკურ პარტიებში გაბნეული ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიის მქონე აგენტურის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეც სწორედ ეს არის – მათ ზუსტად იციან, რომ ერის დაკნინება და მარტივად დამორჩილება მხოლოდ საკუთარი წარსულის დავიწყებით, ისტორიის გაუფასურებითა და მორალური პრინციპების გაბუნდოვანების გზით არის შესაძლებელი.
ეს სერიოზული პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება გვჭირდება, რათა არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის საკითხი კონსტიტუციის დონეზე გავამყაროთ.
ბუნებრივია, ის ხალხი, ვინც ჩვენს ტრადიციებს ებრძვის, განსაკუთრებულ აგრესიას იჩენს ჩვენი თვითმყოფადობის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენის – მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. არადა, ჩვენი ქვეყნის ევროპულობა, მნიშვნელოვანწილად, სწორედ იმან განსაზღვრა, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა. მჯერა, რომ განსხვავებულის მიმღებლობა და ტოლერანტობა, ასე კარგად რომ ახასიათებს ჩვენს ერს, ქართველი კაცის ხასიათთან ერთად, საუკუნეების განმავლობაში, ჩვენში ღრმად გამჯდარი ქრისტიანული რწმენის დამსახურებაა.
ამიტომაც, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ და ამ საკითხს კონსტიტუციაში ავსახავთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ამით საქართველოში მოქმედი არცერთი რელიგიური კონფესიის უფლება მინიმალურადაც კი არ შეიზღუდება, რისი გარანტიც იყო, არის და იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
დასასრულს კი, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც არჩევნებზე ქუდზე-კაცი უნდა გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“ დავუჭიროთ მხარი – რეგიონში და მთლიანად – მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნებისმიერ მომენტში შესაძლოა გაჩნდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა.
ამიტომაც, არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ საჭირო დროს, წინ აღუდგეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც საქართველოს მშვიდობიანი გზით გამთლიანებისთვის არის აუცილებელი, რადგან თავადაც კარგად იცით, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოსთვის სასარგებლო თითოეულ საქმეს ეწინააღმდეგება, ყველაზე დიდ აგრესიას კი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთმიტევების გზით აღდგენის წინააღმდეგ გამოხატავენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.