ამასაც მოვესწარით, კარასინი იცავს საქართველოს ღირსებას და ევროინტეგრაციას ევროკავშირის ელჩისგან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ამასაც მოვესწარით, კარასინი იცავს საქართველოს ღირსებას და ევროინტეგრაციას ევროკავშირის ელჩისგან. რა თქმა უნდა, მხოლოდ კარასინის გვერდით დგომით შევძლებთ ამაყად, ღირსეულად და მშვიდობით ევროკავშირში გაწევრიანებას. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“, - წერს პაპუნა ჯანელიძე.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს გამოეხმაურა.
„თბილისში აბობოქრდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ვიღაც ჰერჩინსკი, ეროვნებით პოლონელი, მან გამაოცა თავისი უხეშობით და პირდაპირობით
ითქვა, რომ საქართველო არ იქნება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს, თუ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდება... ფაქტობრივად ხდება დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეების პირდაპირი შანტაჟი და დაშინება. მსგავსი რამის მოთმენა სერიოზული გამოცდაა ქართული სიამაყისთვის.“, - წერს კარასინი