„სუპერმარკეტ - მადაგონში და ფარმაცევტულ კომპანია - ფარმა სახლში აღმოჩენილია კანონდარღვევები, რომელიც ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას. 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ იმ ადამიანებს, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, - ამის შესახებ განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა
თამარ კორძაიას განცხადებით, ეს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად არის ამომრჩევლის მოსყიდვა და სისხლის სამართლის დანაშაული
„ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონდარღვევებით წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას. დღეს რუსთავში ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან აღმოჩენილ იქნა სუპერმარკეტში - მადაგონი და ასევე, ფარმაცევტულ კომპანია - ფარმა სახლში კანონდარღვევები, რომელიც ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას. 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ იმ ადამიანებს, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ეს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად არის ამომრჩევლის მოსყიდვა და ასევე, სისხლის სამართლის დანაშაული. მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას პროკურატურას, საგამოძიებო ორგანოებს, რომ დაინტერესდნენ ამ ფაქტებით და სათანადოდ გამოიძიონ, მონახონ ის პირები, ვისი დავალებითაც ხდება ამ კანონდარღვევების შესრულება და წარდგნენ აუცილებლად დამნაშავეები სამართლის წინაშე.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და მომავალში დამატებით მოგაწვდით ადამიანების მიწერასთან დაკავშირებით მისამართებზე მესაკუთრეების თანხმობის გარეშე.ასეთი არის მრავლად, ჩვენ ახლა ვაზუსტებთ ამ მონაცემებს და უახლოეს დღეებში დამატებით ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას.
კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ის რაც ხდება რუსთავში კერძო კომპანიების. ბიზნესის მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, არის დანაშაული და თითოეული მათგანი, ვინც ამას აკეთებს აუცილებლად აგებს პასუხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.