ზუგდიდის საკრებულოს წევრები - თაზო ფაცაცია და ოთარ ქადარია, მონაწილეობენ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში, რომლებიც დევნილებს 200-დან 500 ლარამდე სთავაზობენ ერთ პირადობის მოწმობებში, - ამის შესახებგანაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ განაცხადა.
ანა წითლიძის განცხადებით, ორივე მათგანს, 26 ოქტომბრის შემდეგ მოუწევს პასუხისმგებლობის აღება.
„სასოწარკვეთილი ივანიშვილის რეჟიმი, რომლის მარცხიც 26 ოქტომბერს არის გარდაუვალი, აგრძელებს ისევ უკანონო ქმედებებს და პირადობის ჩამორთმევას ოპოზიციურად განწყობილი საქართველოს მოქალაქეებისთვის. კონტრდაზვერვის თანამშრომლები, პოლიციელები, სოფლის რწმუნებულები, საკრებულოს წევრები, მთელი სახელმწიფო სისტემა არის ჩართული იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი პირადობის მოწმობები ამოიღონ საქართველოს მოქალაქეებისგან. მე დავასახელე არაერთი ფაქტი, დავასახელე და ვთქვი, რომ მაქვს მტკიცებულებები ამ საკითხთან დაკავშირებით და არაერთხელ, მათ შორის წერილობით მივმართე საქართველოს გენერალურ პროკურატურას და შსს-ს, მაგრამ არცერთ ამ ფაქტზე, არც გენერალურ პროკურატურას და არც შსს-ს რეაგირება არ ჰქონიათ. მე დღეს დავასახელებ კიდევ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში და აქვე მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურას და შსს-ს, მივმართავ ზუგდიდის პოლიციის უფროსს, ირაკლი ფაცაციას - თქვენს მიერ ამ დანაშაულების არ შემჩნევა ნიშნავს დანაშაულის დაფარვას, რაც ასევე არის დანაშაული. ორი ადამიანი, ზუგდიდის საკრებულოს წევრები - თაზო ფაცაცია და ოთარ ქადარია, მონაწილეობენ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში, ეს ადამიანები ბარამიას ჩასახლებაში, სადაც ცხოვრობენ დევნილები, დევნილებს 200-დან 500 ლარამდე სთავაზობენ ერთ პირადობის მოწმობებში. ჩვენ გვაქვს აუდიო ჩანაწერები, რომლებიც მოგვაწოდეს მოქალაქეებმა, სადაც კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ „ქართული ოცნება“ და ამჯერად თაზო ფაცაცია და ოთარ ქადარია „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები ცდილობენ, რომ პირადობის მოწმობები საქართველოს მოქალაქეებისგან იყიდონ. მე მოვუწოდებ ორივე მათგანს, ეს არის უკანონო ქმედება და ეს არის დანაშაული, რასაც თქვენ ახლა ცდილობთ, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა და ამომრჩევლის მოსყიდვა არის დანაშაული და თქვენ აუცილებლად მოგიწევთ ამაზე პასუხისმგებლობის აღება 26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც თქვენი რეჟიმი დასრულდება და საქართველო გაიმარჯვებს.“ - განაცხადა ანა წითლიძემ.