უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში უკრაინაში „გამარჯვების გეგმაზე“ სასაუბროდ ჩავლენ. იუწყება უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „გამარჯვების გეგმა“ პირველად წარუდგინა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და უკუკავშირი თითქმის მაშინვე მიიღო.
„უკუკავშირთან დაკავშირებით მე ველოდები თეთრი სახლის გუნდს უკრაინაში. ველოდები და უახლოეს მომავალში ისინი აქ იქნებიან ამა თუ იმ პასუხებით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უახლოეს თვეებში სამხედრო დახმარების დიდი"პაკეტებს გამოუყოფს «გამარჯვების გეგმის" ერთ-ერთი პუნქტის შესაბამისად .
ზელენსკიმ განმარტა, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ დახმარების მოცულობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ვერ გაახმაურებს.
„პაკეტები, ვფიქრობ, დიდი იქნება: ნახევარი მილიარდიდან 750 მილიონამდე, ვფიქრობ, ეს იქნება საკმაოდ სწრაფი პროცესი.
ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უახლოეს თვეებში, რაზეც გათვლილია გამარჯვების გეგმა, ოქტომბერ-დეკემბერში, მაქსიმალურად გავაძლიეროთ უკრაინა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.