წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქუთაისი მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ "ბიძინა ივანიშვილს არა ქართველი ხალხი და საქართველო, არამედ ფულის თვლა და მოგროვება უყვარს".
როგორც ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე მჩაგვრელი პიროვნებაა, რომელიც გაღარიბებულ ქვეყანას მოაჯდა.
"ბაობაბი კი არა, საქართველო გახმა" - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
“ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა არ უყვარს. არ უყვარს ის ერი, რომელსაც მართვას 12 წელია. უყვარს გარშემო რომ ცუციკები ახვევია და თვალებში შესციცინებენ ყველაფერზე და როგორც ჩანს, ფულის თვლა, ფულის მოგროვება უყვარს. მოაჯდა ჩვენ გაღარიბებულ ქვეყანას და ეზიდება და ეზიდება. ივანიშვილს უყვარს ადამიანების დამცირება, ჩაგვრა, თავის ჭკუაზე რომ ათამაშებს ადამიანებს. ბაობაბი გახმაო. აფრიკიდან ჩამოტანილი ხე გახმება, აბა რა იქნება. ერთი კვირა მთავრობა ამბობდა, ტიტუ ტიტუ, გახმა ბაობაბიო. ბაობაბი კი არა, გახმა საქართველო", - განაცხადა ალეკო ელისაშვილი.