უკრიანის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები მხარს არ დაუჭერენ მის მიერ წარდგენილ გამარჯვების გეგმას, მაშინ ეს დიდი შეცდომა და რუსეთისთვის პრივილეგია იქნება.
ზელენსკიმ ამის შესახებ ისაუბრა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროსაბჭოს სხდომაში მონაწილეობის შემდეგ, სადაც მან ევროკავშირის ლიდერებს გამარჯვების გეგმა წარუდგინა.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გეგმა მოიცავს იარაღის მიწოდებას, ნატო-ში უკრაინის მიწვევას და ეკონომიკურ გაძლიერებას,.
მისი თქმით, თუ პარტნიორები მხარს არ დაუჭერენ „გამარჯვების გეგმას“, რომელიც მოიცავს როგორც შეიარაღების, ასევე ნატო-ში გაწევრიანებისა და ეკონომიკური ძალისხმევის პუნქტებს, ეს იქნება პრივილეგია რუსეთისთვის და დიდი შეცდომა.
„შეიძლება ითქვას, რომ ნატო-ში მიწვევა, ასევე შემაკავებელი პაკეტი, შორი მოქმედების იარაღის პაკეტი - ეს ყველაფერი შეგვიძლია გვქონდეს პრევენციულად.
ეს ჯერ ნატო-ს წევრობა არ არის, ეს არის მიწვევა. მაგრამ ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ იქ ვიქნებით, რომ უკრაინა მარტო არ დარჩება“, - განაცხადა ზელენსკიმ.