უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებს „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა.
ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპის ერთიანობა ასევე არის იარაღი, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა ევროპელი ხალხის უსაფრთხოებას
"ჩვენ უკვე ჩავატარეთ ოთხი შეხვედრა მშვიდობის ფორმულის საკითხებზე. დღეს მეხუთე იმართება საფრანგეთში. მადლობელი ვარ საფრანგეთის მასპინძლობისთვის. ნოემბერში ჩვენ შევიმუშავებთ სრულფასოვან დოკუმენტს მშვიდობის ფორმულაზე დაყრდნობით და სამშვიდობო სამიტზე გავუზიარებთ ყველას, მათ შორის რუსებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „გამარჯვების გეგმას“ შეუძლია მოამზადოს რუსეთი „ნამდვილი დიპლომატიისთვის“ და აიძულოს იგი „სამართლიანი მშვიდობისთვის“.
მან სამიტის მონაწილეებს მის განხორციელებაში დახმარების თხოვნით მიმართა.
„თუ ახლა დავიწყებთ და მივყვებით „გამარჯვების გეგმას“, ჩვენ შევძლებთ ამ ომის დასრულებას არაუგვიანეს მომავალი წლისა“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინელი ლიდერის თქმით, გეგმის მიზანია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროატლანტიკური საზოგადოების გაძლიერება.
„რუსეთი მიმართავს დიპლომატიას მხოლოდ მაშინ, როცა დაინახავს, რომ ძალის გამოყენებით ვერაფერს მიაღწევს, ჩვენ უნდა შევქმნათ შესაბამისი პირობები ამ ომის დასასრულებლად“, - აღნიშნა მან.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა „გამარჯვების გეგმა“ დადოს ევროპელი ლიდერების მაგიდაზე და მათი მხარდაჭერის იმედი აქვს.
"უკრაინა მზადაა რეალური დიპლომატიისთვის, მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერი. ოძულებოთ თავს მოხვეული ზავი სამართლიანი მშვიდობის ნაცვლად ბერსდროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, არავინაა ბედნიერი, როდესაც ომი ბრუნდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.