საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ მზად არის მოუბოდიშოს ცხინვალს, გარკვეულ იმედს იძლევა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
ჩვენი საერთო პრიორიტეტები ჩვენს აფხაზ და ოს მოკავშირეებთან უცვლელი რჩება.
ეს არის თბილისის მხრიდან ცხინვალისა და სოხუმის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების ხელშეკრულება, ასევე ამ რესპუბლიკებთან სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება.
რეგიონში განვითარებული გეოპოლიტიკური რეალობის მიმართ მხარეების მიდგომებში დარჩენილი ფუნდამენტური განსხვავებების გათვალისწინებით ამ საკითხებში პროგრესზე საუბარი ჯერ არ შეუძლებელი", - განაცხადა ზახაროვამ.
თუმცა, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ბოდიშის მოხდასთან დაკავშიებით კონფლქტის მოგვარების იმედს იძლევა.
„საქართველოში გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ მზად არიან ბოდიში მოუხადონ სამხრეთ ოსეთის ხალხს 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომის გამო, ამ მხრივ გარკვეულ იმედს იძლევა. სასიხარულოა, რომ ჩვენ გვესმის დიდი ხნის დადასტურებული ფაქტის საჯარო აღიარება, რომ შეშლილმა, ვნებებმა, მტკივნეულმა ამბიციებმა, ცხოვრების არაჯანსაღმა ხედვამ, რომელიც გახდა ამერიკოს მიერ მოტყუების კიდევ ერთი მსხვერპლი, ჩაიდინა ის, რაც მოგვიანებით ისტორიაში შევიდა, როგორც აგრესია", - თქვა მან.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სოხუმიც და ცხინვალიც მზად იყვნენ გადაფურცლონ ტრაგიკული ფურცელი.
"ჩვენ გვესმის, რომ არც საქართველოში, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში არავის არაფერი დაავიწყდება. მაგრამ ერთია მეხსიერების არდავიწყება და შენახვა, მეორეა წინსვლა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და იმ წინააღმდეგობების დასაძლევად, რომლებიც მძევლად სააკაშვილმა აიყვანა", - განაცხადა ზახაროვამ.