ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინა მომავალში შეუერთდება ალიანსს, როგორც მისი 33-ე ან 34-ე წევრი. ამის შესახებ რუტემ ბრიუსელში ნატო-ს ქვეყნების თვდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
რუტემ კომენტარი უკრაინისპრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ „გამარჯვების გეგმის“ წარდგენის შემდეგ გაკეთდა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ნატო-ში უკრაინის მიწვევას წარმოადგენს.
რუტემ თავი შეიკავა პასუხისგან მზად არიან თუ არა ალიანსის ქვეყნები უკრაინისთვოს ასეთი მიწვევის შესათავაზებლად.
„ამ დროისთვის, ასე ჩანს, რომ უკრაინა 33-ე წევრი იქნება. მაგრამ, შესაძლოა, მათ წინ სხვა აღმოჩნდეს. მაგრამ უკრაინა მომავალში ნატო-ს წევრი გახდება. ეს არის ის, რაც გადავწყვიტეთ ვაშინგტონში. ამიტომ, ახლა საკითხი ქრონოლოგიას ეხება“, - განაცხადა რუტემ.
მისი თქმით, ახლა, მოკავშირეები ორიენტირებულნი არიან ძალისხმევაზე, რომელიც ააშენებს ხიდს უკრაინის წევრობისკენ.
„ამიტომ, თუ არის კონკრეტული შეკითხვა, „როდის?“, მე ვერ გიპასუხებთ ახლა, ამ მომენტში. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ყველა ამ მიმართულებით, რათა რეალურად ის {უკრაინა} ერთ დღეს გახდეს ნატო-ს წევრი“, - დასძინა რუტემ.