უკრაინის ძალებმა მტრის მიერ გაშვებული 56 უპილოტო საფრენი აპარატიდან 22 ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს სუმის, კიევის, პოლტავის, ჩერნიჰივის, ჟიტომირის, მიკოლაივის, ჩერკასის, ოდესისა და ტერნოპოლის ოლქებში.
უკრაინის დედაქალაქზე მიტანილი იერიშის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.