გურულები მზად არიან გამარჯვებისთვის, ევროპული მომავლის დაბრუნებისათვის და ევროპული კეთილდღეობისათვის, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ლიხაურში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლიხაურში, ვიყავით სუფსაში, ლანჩხუთში, მთელი დღე ვიარეთ გურიაში და ვხედავ, რომ გურულები ზმად არიან გამარჯვებისთვის, ევროპული მომავლის დაბრუნებისთვის და იმისთვის, რომ გურიაში, ისევე როგორც საქართველოს ყველა მხარეში და კუთხეში, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ევროპული კეთილდღეობის შანსი და უარი ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, რაც ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ მოიტანა.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.