პარტნიორები ხედავენ, რომ პროდასავლურ ქართველ ხალხს დღეს ანტიდასავლური ხელისუფლება ართმევს ევროპული განვითარების შანსს. ამიტომ არის ყურადღება გამახვილებული მოახლოებულ არჩევნებზე, რათა ქართველი ხალხის ნება სრულად აისახოს და ივანიშვილმა ვერ შეძლოს ევროპული არჩევანის მოპარვა - განაცხადა , ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აშშ-ის განცხადებაზე, რომ ახლოდან აკვირდებიან არჩევნებს
თინა ბოკუჩავას განცხადებით - „პარტნიორები ხედავენ, რომ პროდასავლურ ქართველ ხალხს, რომლებმაც გააკეთეს ევროატლანტიკური არჩევანი, დღეს ჰყავს ანტიდასავლური ხელისუფლება, რომელიც გვართმევს ევროპული კეთილდღეობის შანსს. სწორედ ამიტომ არის ასეთი გაფაციცებული ყურადღება საქართველოზე და არჩევნებზე, რომელიც 10 დღეში გველოდება, რომ ამ არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის ნება. ეს, მათ შორის, არის იმის გარანტია, რომ ივანიშვილი ვერ გაბედავს ქართველი ხალხისთვის საკუთარი არჩევანის მოპარვას – არჩევანის, რომელიც აუცილებლად ევროპული იქნება. - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.