ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიწვია ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად, რომელიც 17 ოქტომბერს გაიმართება.
"მე მოვიწვიე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე, რათა მას ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაჯამოს რუსეთთან ომში განვითარებული ბოლო მოვლენები და წარმოადგინოს თავისი "გამარჯვების გეგმა", - წერს მიშელი სოციალურ ქსელში.
2024 წლის სექტემბრის ბოლოს შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან წარუდგინა უკრაინის გამარჯვების გეგმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ისევე როგორც პრეზიენტობის კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს.
მოგვიანებით The Wall Street Journal-მა, თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ზელენსკის გეგმამ "ვერ მოახდინა შთაბეჭდილება" ბაიდენის ადმინისტრაციაზე "ყოვლისმომცველი სტრატეგიის" არარსებობის გამო.
ოქტომბერში, ზელენსკიმ განიხილა "გამარჯვების გეგმა" დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებთან. ვიზიტისას ის შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ მინისტრს ჯორჯია მელონს, გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს და ნატოს ახლახან დანიშნულ გენერალურ მდივანს მარკ რუტეს.