ჩვენ ერთგული ვართ ქართული ქარტიის და სწორედ დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად არჩევნების შემდეგ შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას, - ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, ტექნიკური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა , კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი პარტია, როგორც ერთ-ერთი ხელმომწერი ქართული ქარტიისა , რომელიც არის გზამკვლევი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების , იმ ევროპული დღის წესრიგის და რეფორმების, რომელიც კოალიციურმა ხელისუფლებამ აუცილებლად უმოკლეს დროში უნდა გაატაროს, ჩვენ ერთგული ვართ ქართული ქარტიის და სწორედ დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად ჩვენ არჩევნების შემდეგ შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას“. - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.