კორუმპირებული ფეოდალის, დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრმა, გიორგი მურჯიკნელმა შურისძიების მიზნით ჩვენი გუნდის წევრ, ლია ყოჩიშვილისთვის ავტომანქანის დაჯახება სცადა - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„რამდენიმე წუთის წინ კორუმპირებული ფეოდალის დიმიტრი ხუდაძის დაჯგუფების წევრი ვინმე გიორგი მურჯიკნელი შურისძიების მიზნით ავტომანქანის დაჯახებას შეეცადა ჩვენი გუნდის ერთგული და აქტიური წევრის - ლია ყოჩიშვილისთვის, რომელიც ხუნდაძეს და მის დაჯგუფებას ხშირად ამხელს კორუფციაში. შურისძიების მიზეზი გუშინ ქსანში ამ ადამიანის და ჩვენი დეპუტატის შალვა კერესელიძის პოლიტიკური აქტივობა გახდა.
აი ასეთ წინასაარჩევნო გარემოს ეძახის კობახიძე-პაპუაშვილის დაჯგუფება მშვიდს. ანუ, ადამიანი მხოლოდ იმიტომ გაიმეტეს მოსაკლავად, რომ ხუნდაძის საფეოდალოში კამპანიის ჩატარება გაბედა. ჩვეულებრივი კრიმინალური წესებით მართავენ ქვეყანას.
ქართული ოცნება, ქვენთვისვე აჯობებს, რომ გამოძიება სწორი კვალიფიკაციით წარმართოთ და არც ერთი დამნაშავე არ დატოვოთ დაუსჯელი. თორემ არჩევნების შემდეგ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება გაცილებით მკაცრად მოგხედავთ.
ტყუილად გგონიათ, რომ კამპანიას გაგვიჩერებთ. ერთს შეუშლით ხელს? ასი მოვალთ წერს“, - წერს ნათია მეზვრიშვილი.