აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრმა გია აბულაძემ ახლად შექმნილი სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსად რევაზ ხარაზი წარადგინა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის #49 დადგენილებით შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.
გია აბულაძემ აღნიშნა, რომ დეპარტამენტის შექმნის ძირითადი მიზანია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მართვის ეფექტურობის გაუჯობესება, ღონისძიებათა მასშტაბების გაფართოება, პროფესიულ სპორტში ჩართულობისა და საერთაშორისო და ეროვნულ სპორტულ ასპარეზობებზე პრიზიორთა რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები