"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერის ლევან სანიკიძის განცახდებით, მმართველ პარტიას არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში შედეგების აღიარება აუცილებლად მოუწევს, რადგან ხალხის სურვილი მაღალ დონეზე იქნება გამოხატული.
"მე მგონია, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის ნება-სურვილი იმდენად მაღალ დონეზე იქნება გამოხატული, რომ არჩევნებში დამარცხების აღიარება არ იქნება მხოლოდ "ქართული ოცნების" ნება-სურვილზე დამოკიდებული: მათ მოუწევთ ოპოზიციაში გადასვლა და არ არის ტრაგედია ოპოზიციაში გადასვლა, ეს ჩვენმა პარტიამ საკუთარ თავზე გამოცადა. სამართლიანი სასამართლოც იქნება ამ ქვეყანაში, დამოუკიდებელი თვითმმართველობაც იქნება, ქვეყანაში გაგრძელდება დემოკრატიული განვითარება, ევროკავშირის წევრიც გავხდებით და ასეთ სიტუაციაში ოპოზიციაში ყოფნა ბევრად უფრო მსუბუქი იქნება იმასთან შედარებით, რაც ჩვენს პარტიას გამოატარეს, 12 წლიანი ჯოჯოხეთისა და პოლიტიკური დევნის სახით, რომელიც ახლაც გრძელდება და, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ესეც დასრულდება", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.