"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ბრძოლამ ემიგრანტების ხმის დაცვასთან დაკავშირებით, შედეგი გამოიღო: ჩვენ მოვიპოვეთ 800-ზე მეტი ადამიანის ხმა, ეს ჩვენი პირველი წარმატებაა და გავაგრძელებთ ბრძოლას თითეული ხმისთვის", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თამარ კორძაიამმ
მისი თქმით, კოალიციამ დღეს პირველი წარმატება მოიპოვა ემიგრანტების ხმების დაცვის სამართლებრივ გზაზე.
"ჩვენს მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტში, რომლითაც ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მაგრამ საერთო სიებში ვერ მოხვდნენ, რადგან არა აქვთ სარეგისტრაციო მისამართი, არჩევნებში მონაწილეობის მიღების სესაძლებლობა ექნებათ. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას თითოეული ხმისთვის და მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი მნაცემებით ჩვენ მოვიპოვეთ 800-ზე მეტი ადამიანის ხმა. ეს არის ჩვენი პირველი წარმატება. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა, ბოლომდე ვიბრძოლებთ თითოეული ხმის დასაცავად, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ იმისათვის, რომ გვქონდეს ევროპული მომავალი, კეთილდღეობა ევროპაში და ევროპული სტანდარტების არჩევნები მომავალში", - განაცხადა თამარ კორძაიამ.