უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ATACAMS სისტემის ბალისტიკური რაკეტების მეშვეობით განადგურებულია ძვირადღირებული რუსული რადიოლოკაციური სადგური Nebo-M.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა წარმატებული დარტყმენი მიიტანეს ATACAMS-ის ბალისტიკური რაკეტებით რუსულ Nebo-M -ის რადიოლოკაციური სადგურზე. მისი განადგურება მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთის არმიის უნარს გამოავლინოს, თვალყური ადევნოს და ჩაჭრას აეროდინამიკური და ბალისტიკური სამიზნეები“, - აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.
სამხედროები აღნიშნავენ, რომ Nebo-M არის ძალიან ძნელად გასნადგურებეი სამიზნე, რადგან ის მუშაობს სტელს-რეჟიმში, სკანირებს ჰორიზონტს საჰაერო სადესანტო ობიექტების საძიებლად.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსებს ამ ტიპის მხოლოდ 10 სამუშაო სისტემა დარჩათ. ასეთი რადარის ღირებულება 100 მილიონ დოლარზე მეტია.
„Nebo-M-ის რადარის განადგურება შექმნის ხელსაყრელ „საჰაერო დერეფანს“ Storm Shadow-სა და SCALP-EG-ის საკრუიზო რაკეტების ეფექტური გამოყენებისთვის. თავდაცვის ძალების საბრძოლო სამუშაოები მტრის მნიშვნელოვანი სამიზნეების წინააღმდეგ გრძელდება“, - განაცხადეს გენშტაბში .