ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნიდერლანდების ყოფილ პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს გადასცა მსოფლიოში უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის მართვის სადავეები.
უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში გაიმართა.
რუტეს კანდიდატურა ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2024 წლის ივნისში ნატოს 32-მა წევრმა ქვეყანამ შეთანხმდა. რუტე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის თანამდებობას თითქმის 14 წლის განმავლობაში იკავებდა.
იენს სტოლტენბერგი ალიანსის გენერალური მდივანი იყო 2014 წლის ოქტომბრიდან. როგორც იუწყებიან, 2025 წლის თებერვლიდან სტოლტენბერგი ჩაანაცვლებს გერმანელ დიპლომატ კრისტო ჰოისგენს და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე გახდება.