ტრენტ რეზონორი დევიდ ფინჩერის ახალი ფილმისთვის "გოგონა დრაკონის ტატუთი" მუსიკას დაწერს.
კომპოზიტორი საუნდტრეკზე ატიკუს როსთან ერთად იმუშავებს. სწორედ მათ ეკუთვნით ფიტჩერის წინა ფილმის, "სოციალური ქსელის" მუსიკალური გამფორმება. ამ ფილმის საუნდტრეკი ნომინირებულია ოქროს გლობუსზე.
"გოგონა დრაკონის ტატუთი" არის შვედი მწერლის სტიგ ლარსონის დეტექტიური ტრილოგიის "მილენიუმის" პირველი რომანის ეკრანიზაცია.
ფილმში მთავარი გმირია ჟურნალისტი მიქაელ ბლუმკვისტი და გოგონა ჰაკერი ლისბეტ სარანდერი.
ფილმში მონაწილეობას მიიღებენ დენიელ კრეიგი, რუნი მარა.
"გოგონა დრაკონის ტატუთი" ეკრანებზე 2011 წლის დეკემბერში გამოვა.