ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ახსარ ჯიოევი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის ახსარ ჯიოევის თქმით, მათი პოზიცია საქართველოსთან ურთიერთობის დამყარების შესახებ ცნობილი, არაერთხელ გაჟღერებული და ისეთივე ცხადია, როგორც რუსეთის ფედერაციის პოზიცია სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული, რომელიც "უცვლელი რჩება".
"რუსი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ჟენევის დისკუსიის ფორმატში მოლაპარაკებების დაწყებასა და შეთანხმების მიღწევას, მათ შორის, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას. ამას მინისტრმა ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი", - თქვა ჯიოევმა.
მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლის განცხადებით, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკების შემთხვევაში, „ჩვენ გამოვდივართ აღიარებული სახელმწიფოს არსებული სტატუსიდან“, - დაასკვნა მინისტრმა.