უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მან მიიღო "პირდაპირი ინფორმაცია" აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპისგან უკრაინის მხარდაჭერის შესახებ. ამის შესახებ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„დონალდ ტრამპისგან ძალიან პირდაპირი ინფორმაცია მივიღე, რომ ის ჩვენს მხარეს იქნება, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას. იყო ბევრი დეტალი, რომლის მოსმენაც, ვფიქრობ, უშალოდ ჩემგან ძალიან აინტერესებდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ჰკითხა თუ არა ტრამპმა მას რაიმე, ზელენსკიმ თქვა: „დიახ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ“.
შეკითხვებს შორის, რომლებიც მას ტრამპმა დაუსვა, პრეზიდენტმა შემდეგი დაასახელა: „რა მდგომარეობაა ბრძოლის ველზე?“, „როგორ ხედავთ შეერთებული შტატების მხარდაჭერას?“ და "როგორ ფიქრობთ, რატომ დაიწყო პუტინმა ეს შეჭრა?“
ამასთან, ზელენსკის თქმით, ტრამპს არ დაუყენებია პენსილვანიაში ვიზიტის საკითხი, რის გამოც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა მოუწოდა ზელენსკის გაათავისუფლოს უკრაინის ელჩი შეერთებულ შტატებში ოქსანა მარკაროვა.
შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას გეგმები მარკაროვას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მოთხოვნების შესაბამისად, ზელენსკიმ უპასუხა: „მე ვარ უკრაინის პრეზიდენტი და შემიძლია მხოლოდ ჩემი ქვეყნის სპიკერთან განვიხილო ჩვენი ელჩები საკითხი.
ეს არის კონსტიტუცია. მე არ შემიძლია ამის განხილვა სპიკერ ჯონსონთან”, - თქვა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ტრამპმა, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, თქვა, რომ ის უკრაინისთვის "სამართლიანი" მშვიდობის მომხრეა, მაგრამ თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან იმის შესახებ, თუ რა სახის შეთანხმებას მიიჩნევს სამართლიანად რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ.
მოლაპარაკებების დაწყებამდე ტრამპმა შეაქო ზელენსკი კონგრესში მის იმპიჩმენტის მცდელობასთან დაკავშირებით დამოკიდებულების გამო და თქვა, რომ მათ "შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ".
თუმცა, მან მაშინვე იგივე თქვა რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობაზე და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომის სწრაფად დასრულება შეუძლო.
ამასთან, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, უკრაინაში ომი მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდება.
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა გაავრცელა წერილი პრეზიდენტ ზელენსკისადმი, სადაც მოითხოვა აშშ-ში უკრაინის ელჩის ოქსანა მარკაროვას თანამდებობიდან გადაყენება. სპიკერი ასევე არ შეხვედრია ზელენსკის.
ჯონსონმა მოთხოვნის მოტივად უკრაინის პრეზიდენტის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს მომხდარი მოვლენა დაასახელა - მისი ვიზიტი პენსილვანიაში ჭურვების ქარხანაში .
„ელჩმა მარკაროვამ მოაწყო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც თქვენ ეწვიეთ აშშ-ის საწარმოო ქარხანას საკვანძო შტატში, რომელსაც ხელმძღვანელობდა კამალა ჰარისის წამყვანი თანამოაზრე.
(ამ ღონისძიებას) არ ესწრებოდა არც ერთი რესპუბლიკელი, რადგან - განზრახ - არც ერთი რესპუბლიკელი არ იყო მოწვეული.
ეს ვიზიტი აშკარად იყო პარტიზანული ღონისძიება, რომელიც შექმნილია დემოკრატების დასახმარებლად და, რა თქმა უნდა, იყო ჩარევა (უკრაინული მხარის მიერ) საარჩევნო პროცესში“, - ნათქვამია მაიკ ჯონსონის წერილში.