ევროკავშირის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის ახალი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ არაბირთვული ქვეყნების წინააღმდეგ კიდევ ერთი მტკიცებულებაა მისი უპასუხისმგებლო ქმედებისა და ვერ შეცვლის ევროკავშირის პოზიციას უკრაინის მხარდაჭერის შესახებ.
„ეს მხოლოდ გაგრძელებაა პუტინის ძალიან უპასუხისმგებლო და მიუღებელი ქმედებისა, რომელიც მთელ მსოფლიოს აჩვენებს მის ნამდვილ სახეს, განსაკუთრებით გაერო-ს გენერალური ასამბლეის კვირაში.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, კატეგორიულად უარვყოფთ ამ საფრთხეებს. ევროკავშირის პოზიცია უცვლელი რჩება“, - ხაზგასმით აღნიშნა სტანომ და თქვა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პუტინი ბირთვულ თამაშს თამაშობს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები იგეგმება. მისივე თქმით, რუსეთს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ბირთვული დარტყმა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რუსეთს ჩვეულებრივი შეიარაღებით დაესხმებიან თავს და ეს რუსეთის სუვერენიტეტს კრიტიკულ საფრთხეს შეუქმნის.