აშშ-ის ოფიციალური პირები მოელიან ისრაელსა და სამხრეთ ლიბანში მოქმედ ჰეზბოლას შორის საომარი მოქმედებების შემდგომ ესკალაციას, რაც პოტენციურად გამოიწვევს მათ შორის სრულმასშტაბიან ომს. ამის შესახებ გამოცემა Politico-ს რამდენიმე ამერიკელმამაღალჩინოსანმა განუცხადა.
Politico-ს ორმა თანამოსაუბრემ მოიყბანა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის შიდა შეფასება, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ გაუჭირდებათ დეესკალაცია, განსაკუთრებით ისრაელის ბოლო თავდასხმების შემდეგ.
ისრაელმა განუცხადა შეერთებულ შტატებს, რომ აპირებს ზეწოლა მოახდინოს „ჰეზბოლას“ სამხედრო მოქმედებებით, რათა აიძულოს იგი დაეთანხმოს დიპლომატიურ გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მისცემს ისრაელელებს დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.
აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა Politico-ს განუცხადა, რომ ის მოელის ლიბანის, განსაკუთრებით ბეირუთის შესაძლო დაბომბვას და ჰეზბოლას შურისძიების გარკვეულ ფორმას ისრაელის წინააღმდეგ, შესაძლოა უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმების სახით.
ამასთან, Politico-ს მესამე წყაროს თქმით, მოსალოდნელია, რომ საბრძოლო მოქმედებები ასევე მოიცავს „ჰეზბოლას“ მეთაურების მიზანმიმართულ მკვლელობებს, დარტყმებს იარაღის საცავებზე და შემდგომ მიზანმიმართულ თავდასხმებს საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე.
ამასთან, თეთრ სახლში ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებული, როგორ განვითარდება ესკალაცია მხარეებს შორის, რომლებიც გასული წლის განმავლობაში რამდენჯერმე იყვნენ კონფლიქტის ზღვარზე და დიპლომატიური ზეწოლის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.