ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეუძლია მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე.
ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გამოთქვა რწმენა, რომ ბაიდენს შეუძლია „გააძლიეროს უკრაინა და მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რათა უკრაინა გაძლიერდეს და დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა, ვიდრე ის შეერთებული შტატების პრეზიდენტია“.
„ვფიქრობ, ეს მაინც ისტორიული მისიაა, ყოველ შემთხვევაში, უკრაინის პერსპექტივიდან გამომდინარე, მას აქვს საკუთარი ცხოვრება და საკუთარი პოლიტიკური კარიერა. მე მხოლოდ ამ ომის თვალსაზრისით ვლაპარაკობ“, - დასძინა ზელენსკიმ.
მან თქვა, რომ ბაიდენის ასეთი გადაწყვეტილება „ბევრ რამეზეა დამოკიდებული“, კერძოდ, მოუსმენს თუ არა ის უკრაინის არგუმენტებს.
„ჩვენ მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილებები ბაიდენთან ურთიერთობის ისტორიაში, იყო ძალიან საინტერესო და რთული დიალოგები, შემდეგ მან აზრი შეიცვალა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მას სურს მოისმინოს ვიცე-პრეზიდენტისა და საპრეზიდენტო კანდიდატის კამალა ჰარისის აზრი მისი „გამარჯვების გეგმის“ შესახებ.
სავარაუდოდ, ზელენსკი ბაიდენს გეგმის დეტალურ ვერსიას წარუდგენს, როდესაც ისინი ერთმანეთს 26 სექტემბერს ვაშინგტონში შეხვდებიან. ზელენსკის ასევე სურს გეგმა გააცნოს საპრეზიდენტო კანდიდატებს კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს.