ქუთაისის ნიღბების თეატრი შესაძლოა დაიხუროს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის ხელმძღვანელმა დავით ჯიშკარიანმა განუცხადა.
მისი თქმით, "ნიღბების თეატრის" შენობა 2 წელია რეაბილიტაციას საჭიროებს. რის გამოც შენობაში სპექტაკლები აღარ იმართება.
"შესაძლოა "ნიღბების თეატრი" მალე დაიხუროს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 2 წელია რაც შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს, ჩამონგრეულია კედლები, სახურავი გამოსაცვლელია. ამის გამო შენობაში სპექტაკლები აღარ იმართება. ძირითადად გასვლით ტურებს ვაწყობთ. ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვნით რამდენჯერმე მივმართე, თუმცა უშედეგოდ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ჯიშკარიანმა.