ივანიშვილი მუდმივად ცდილობს საზოგადოების გახლეჩას, დაპირისპირებას, პროპაგანდირებს ძალადობას, თავის ჩინოვნიკებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს იყენებს ძალადობის ინსტრუმენტად საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, რაზეც ქართველი ხალხი გასცემს პასუხს 26 ოქტომბერს", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, სწორედ "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი პროპაგანდირებენ ქვეყანაში ძალადობას.
"12 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილს არასოდეს უცდია ქართველი ხალხის გაერთიანება და შერიგება, ნაცვლად ამისა, ის მუდმივად ცდილობს საზოგადოების გახლეჩას, დაპირისპირებას, პროპაგანდირებს ძალადობას, თავის ჩინოვნიკებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს იყენებს ძალადობის ინსტრუმენტად საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის ის, რაზეც, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს გასცემს პასუხს, მათ შორის, იმ სამარცხვინო, ამაზრზენ და მოღალატეობრივ განცხადებაზე, სადაც ის მოითხოვდა, რომ ქართველმა ხალხმა, ქართულმა სახელმწიფომ მტრის წინაშე, ოკუპანტის წინაშე მოიხადოს ბოდიში. ამაზე, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხისგან მტკიცე პასუხს მიიღებს 26 ოქტომბერს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.