უკრაინის გამარჯვების გეგმა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წარუდგინოს აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, შეიცავს 4 ძირითად და ერთ პუნქტს, რომელიც იქნება „აუცილებელი ომის შემდეგ“.
ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში ისაუ.ბრა.
„რამდენიმე პუნქტი მოვამზადე. ოთხი მათგანი მთავარია. პლუს ერთი, რომელიც გვჭირდება ომის შემდეგ. ასე რომ, ბაიდენს გავუზიარებ.
საუბარია უსაფრთხოებაზე, უკრაინის გეოპოლიტიკურ ადგილზე, ჩვენთვის ხელმისაწვდომ ძლიერ სამხედრო მხარდაჭერაზე და იმაზე, რომ თავისუფლად უნდა გადავწყვიტოთ, როგორ გამოვიყენოთ ესა თუ ის ნივთი. საუბარია ეკონომიკურ მხარდაჭერაზე, რომელიც, ვფიქრობ, საინტერესო იქნება. თუ ჩვენს გეგმას შეაფასებს და მხარს დაუჭერს პრეზიდენტი ბაიდენი და თუ ის და მისი გუნდი კიდევ რამეს დაამატებენ, რაც ჩვენს პოზიციას გააძლიერებს, ჩვენ მზად ვიქნებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის გამარჯვების გეგმის ყველა პუნქტი, რომელსაც ის აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და პრეზიდენტობის კანდიდატებს კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს წარუდგენს და დამოკიდებულია ბაიდენის გადაწყვეტილებაზე და არა ვლადიმირ პუტინზე.