უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მის მსგავს ლიდერებს შეუძლიათ მსოფლიოს დაყოფა, თუ ევროპა და სხვა ქვეყნები არ გაერთიანდებიან. ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-ს განუცხადა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ომმა ყველა ჩვენგანი შეცვალა“ და ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი აზრით, არის ის, რომ ამ ომს შეუძლია შეცვალოს ევროპა და მსოფლიო.
„მათ უნდა გაიგონ, რომ ომი ახლოსაა. თუ ეს არ შეცვლის ევროპასა და მსოფლიოს, თუ მსოფლიომ ვერ გაიგო, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთიანობაში - პუტინს ან მის მსგავს ბიჭებს, თქვენ იცით, შეუძლიათ სამყაროს დაყოფა და მისი ნაწილების ღვეზელივით მირთმევა.
ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ეს ერთიანობა. და იმედი მაქვს, რომ ამ ომმა შეცვალა ხალხის და მსოფლიო ლიდერების ცნობიერება," განაცხადა ზელენსკიმ.
ინტერვიუში ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინას უნდა მიეცეს საჭირო თავისუფლება დასავლური იარაღის გამოსაყენებლად და უნდა მოიპოვოს ხელსაყრელი პოზიციები ბრძოლის ველზე, რათა რუსეთთან პოტენციურ მოლაპარაკებებში ძლიერი პოზიცია დაიკავოს.