აშშ-ის რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისმა დემოკრატმა ოპონენტმა კამალა ჰარისმა დებატები წააგო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა
„მან გუშინ საღამოს დებატები წააგო“, - წერს ტრამპი.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკის მოსახლეობის მესამედმა არ იცის ჰარისის პოზიცია და დებატების დროს მან ვერ აჩვენა, რატომ უნდა ენდობოდნენ მას.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი დებატები შედგა. დებატები ABC News-ის ეთერში გადაიცემოდა და ის 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. საპრეზიდენტო კანდიდატებმა საუბრისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის, მიგრაციაზე, აშშ-ის შიდაპოლიტიკურ ვითარებასა და მსოფლიოში მიმდინარე ომებზე.
კამალა ჰარისის გუნდში განაცხადეს, რომ საპრეზიდენტო დებატები ჰარისისთვის წარმატებული იყო და ამიტომ ოქტომბერში კიდევ ერთი დებატების გამართვა სურთ.
თუმცა ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, სურს თუ არა კამალა ჰარისთან ერთად კიდევ ერთ დებატებში მონაწილეობა, რადგან გაიმარჯვა.
ასევე, ასულ კვირას NYT-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტრამპსა და ჰარისს დაახლოებით ერთი და იგივე ეროვნული რეიტინგები ჰქონდათ საპრეზიდენტო არჩევნების დღემდე სულ რაღაც რვა კვირით ადრე.