ჩვენ ვხედავთ, რა ნაბიჯები იგეგმება მოსკოვში, ჩვენ მკაცრად ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ჩვენ ვხედავთ, რა ნაბიჯები იგეგმება მოსკოვში, ჩვენ ვიმოქმედებთ შესაბამისად - ზუსტად ისე მკაცრად, როგორც ეს საჭიროა უკრაინისთვის.
და მინდა ახლა ვუთხრა ყველას მსოფლიოში, ვისაც ჯერ კიდევ სურს როგორმე დაეხმაროს პუტინს: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად, არამედ მსოფლიოს რეალური კონსოლიდაციისთვის, რათა ძლიერი რეაგირება მოვახდინოთ ომის წაქეზებაზე ან ომის გაგრძელების მცდელობაზე“, -
ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტი სამართლიანი მშვიდობაა და ყველა რაკეტაზე, ყოველ დრონზე და მტრის ყოველ ნაბიჯზე, ყოველ მცდელობაზე, რომ ეს ომი გახანგრძლივდეს და უფრო სასტიკი იყოს, აუცილებლად იქნება მსოფლიოს პასუხი“, - განაცხადა ზელენსკიმ.