უელსის პრინცესა ქეით მიდლტონმა 9 სექტემბერს გამოაცხადა, რომ დასრულა კიბოს მკურნალობა, რომელიც მას ამ წლის დასაწყისში დაუდგინეს.
”ზაფხული დასასრულს უახლოვდება, ვერ გეტყვით, რა შვებაა, ის, რომ საბოლოოდ დავასრულე ქიმიოთერაპია”, - ნათქვამია უელსის პრინცისა და პრინცესასმიე სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„გასული 9 თვე ჩვენი ოჯახისთვის ძალიან რთული იყო. ცხოვრება, როგორც იცით, შეიძლება თვალის დახამხამებაში შეიცვალოს და ჩვენ ქარიშხლიან წყლებში და უცნობ გზებზე გადაადგილება მოგვიწია.
ჩემი მთავარი მიზანია დავრჩე სიმსივნისგან თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რომ ქიმიოთერაპია დავასრულე, ჩემი გამოჯანმრთელებისკენ მიმავალი გზა ჯერ არ დასრულებულაა… მიუხედავად ყველაფრისა, რაც ადრე მოხდა, მე შევდივარ გამოჯანმრთელების ახალ ფაზაში ახალი იმედისა და სიცოცხლისადმი მადლიერების გრძნობით“, - წერს ქეით მიდლტონმა.
ქეითს დიაგნოზი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მიმდინარე წლის მარტში გახდა.
პრინცესას თქმით, სიმსივნე ექიმებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მიდლტონმა 2024 წლის 16 იანვარს კლინიკაში გეგმური მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა.