უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა პარტნიორებს, მისცენ შესაძლებლობა უკრაინელ სამხედროებსდასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღით დარტყმები მიაყენონ რუსეთში არსებულ სამიზნეებს.
ზელენსკიმ თქვა, რომ ერთ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 800-ზე მეტი მართვადი ავიაბომბი, 300-მდე შაჰედი“ი და 60-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა.
ზელენსკის თქმით, ყოველდღიური მუშაობა გრძელდება უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად უფრო ძლიერი „შორი მოქმედების“ გადაწყვეტილებებისთვის.
„ამის შესახებ ვილაპარაკე ჩემს პარტნიორებთან რამშტაინის შეხვედრაზეც.
მადლობა ყველა იმ ქვეყნას, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს დახმარების შესაბამისი პაკეტებით, ტერორის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით: რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე, მათ ბაზებზე, რუსული ტერორის ლოჯისტიკაზე დარტყმებით. ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ“. - განაცხადა ზელენსკიმ.