დასავლელი მოკავშირეებისგან სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხების ფონზე, უკრაინა მიწისქვეშეთში საკუთარი იარაღის წარმოებას დაიწყებს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
”ჩვენ დავიწყებთ იარაღის წარმოებას მიწისქვეშ, რათა უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეძლონ თავის დაცვა მაშინაც კი, როდესაც ჩვენი პარტნიორებისგან მისი მიწოდება ფერხდება”, - თქვა მან.
უკრაინის საკუთარი იარაღის წარმოების გაზრდის იდეას ასევე მხარი დაუჭირა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რამშტაინში გამართულ შეხვედრაზე.
ოსტინი დარწმუნებულია, რომ მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას „დღეს რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და ხვალ მის შეკავებაში“.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა თანდათან აბრუნებს ომს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რათა პუტინმა იგრძნოს ზეწოლა და კვლავ დაიწყოს მშვიდობის ძიება.
ზელენსკიმ კვლავ სთხოვა მოკავშირეებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა.
მან მადლობა გადაუხადა მათ მიღებული სისტემებისთვის, მაგრამ აღნიშნა, რომ დაპირებული საზენიტო დანადგარების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ ი მიუღიათ.
„მსოფლიოში არის საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომ გარანტირებული იყოს რუსული ტერორის არაეფექტურობა, მე მოგიწოდებთ იყოთ უფრო აქტიური ჩვენთან ერთად საჰაერო თავდაცვის სფეროში“, - განაცხადა ზელენსკიმ.