უკრაინა იყენებს თავის დრონებს რუსეთის ფედერაციაში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის, მაგრამ არასდროს უტევს რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიაში „ამბროზეტის“ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
„როდესაც ვსაუბრობთ, რომ, მაგალითად, იტალიას ან სხვას ეშინია, რომ კრემლს დავარტყამთ, ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება არ შეგვიძლია. იმის გამო, რომ შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რომელიც თქვენ ან თქვენს პარტნიორებს გაქვთ, 200 კილომეტრით არის დაშორებული“, - თქვა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ რუსეთის ფედერაცია ყოველთვიურად იყენებს დაახლოებით 4 ათას ბომბს აღმოსავლეთ უკრაინაზე თავდასხმებისთვის, რომლებსაც უშვებენ სამხედრო აეროდრომებზე მდებარე თვითმფრინავებიდან. მისივე თქმით, რუსეთი არ გაჩერდება და გაანადგურებს უკრაინულ სოფლებსა და ქალაქებს.
„როდესაც თქვენ საუბრობთ ათას კილომეტრზე, ჩვენ ვიყენებთ საკუთარ დრონებს, საკუთარ წარმოებას. მაგრამ ჩვენ არ ვუმიზნებთ მშვიდობიან მოსახლეობას.
ისინი ჩვენი მტრები არიან, რადგან მხარს უჭერენ პუტინის პოლიტიკას.
მაგრამ ჩვენ არასოდროს, არასდროს დავარტყამს მათი სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის,” - აღნიშნა ზელენსკიმ.