უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოპერაციის ყველა განსაზღვრული მიზანი რეალიზდება.
„დღეს იყო მთავარსარდლის სირსკის მოხსენება, როგორც ყოველდღე, ფრონტის თითოეული ნაწილთან, კონკრეტულად პოკროვსკის, ტორეცკისა და კურახოვსკის მიმართულებებთან დაკავშირებით.
ცალკე კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციაზე.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კურსკის ოპერაციის აბსოლუტურად ყველა განსაზღვრული მიზანი განხორციელდეს.
მადლობა ამისთვის თითოეულ ჯარისკაცს, ყველა სერჟანტს, ყველა ოფიცერს, ვინც ჩართული იყო.
ამ დროისთვის ეს ოპერაცია ერთ-ერთი მიმართულების გამო გაცვლითი ფონდის ყველაზე დიდ შევსებად რჩება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ამზადებს შეხვედრებს პარტნიორებთან.