კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა საახალწლო ღინისძიებებზე დახარჯული თანხის ოდენობას არ აზუსტებს.
თუმცა აცხადებს, რომ ყველაფერი "ზომიერების ფარგლებში" მოხდა.
"მობრძანდით და ამ საკითხზე პასუხს სამინისტროში გაგცემთ. ისეთი არაფერი დახარჯულა, რაც არ შეგვეძლო, რომ გადაგვეხადა. ყველაფრი იყო ზომიერების ფარგლებში", - განუმარტა რურუმ ჟუნრნალისტებს აღნიშნულზე კომენტირებისას.